LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ზედმიწევნით შევასრულებთ წესებს, მაისის შუა რიცხვებიდან თანმიმდევრულად მოიხსნება შეზღუდვები” – გიორგი გახარია

255
93025127-1649714678499763-4050485151782666240-o

უახლოესი დღეების განმავლობაში მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმართავს, რომელიც პროცედურულად პარლამენტს წარუდგებს დეკრეტს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოში არსებული მდგომარეობა იძლევა საფუძველს, რომ არსებული შეზღუდვები გაგრძელდეს 10 მაისამდე.

გახარია აცხადებს, რომ ვირუსთან ბროლაში მთავარია თანმიმდევრობა და ყველა დაწესებული განკარგულების ზედმიწევნით შესრულება. ამასთან, მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ უახლოესი 2-3 კვირა გადამწყვეტი პერიოდია და იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან შექმნილ სიტუაციას და შეასრულებენ მთავრობის მიერ დადგენილ სავალდებულო წესებს, არსებული შეზღუდვები შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებიდან თანმიმდევრულად მოიხსნას.

“ჩვენ გვიწევს ბრძოლა ორ ფრონტზე. ვირუსთან ბრძოლა ნიშნავს ჯანმრთელობისთვის და ეკონომიკის გამართვისთვის ბრძოლას, ამიტომ რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და სწორად შევასრულებთ ყველა წესებს, შესაძლოა მაისი შუა რიცხვებიდან შევძლოთ შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 15 აპრილის, 21:00 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალა.

თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ჩაიკეტა: 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები