ავსტრალიაში ტუალეტის ქაღალდების დეფიციტია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაზეთ Northern Territory News-ის რედაქციამ გადაწყვიტა გაზეთში 8 ცარიელი გვერდი ჩაემატებინა. გამოცემის მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო გაზეთის გაყიდვები გაიზარდა.
„მსოფლიოში ჩვენ გვიცნობენ როგორც გამოცემას, რომელმაც თავისი მკითხველების გასაჭირი იცის. ადგილობრივებს ახლა ძალიან სჭირდებათ ტუალეტის ქაღალდი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მივცეთ მათ ის, რაც ახლა სჭირდებათ“, – აცხადებს უილიამსი.
სოციალურ ქსელშიკი, ტუალეტის ქაღალდების დეფიციტთან დაკავშირებით კამპანიაც წამოიწყეს სახელწოდებით – #ToiletPaperApocalypse
YES, WE ACTUALLY DID PRINT IT #toiletpapercrisis pic.twitter.com/jusP50ojYu
— The NT News (@TheNTNews) March 4, 2020