LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტუჩი დავარტყი და მამიკოს ვერ ვაკოცებო“ – გია ბაღაშვილი ქალიშვილის შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს

4156
Untitled design

მუსიკოსი გია ბაღაშვილი ოთხ ქალიშვილთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას, „ღამის შოუს“ სტუმრობდა.

ვიდეო: „მაყურებლებმა შეაფასოს, მამა უფრო კარგად მღერის, თუ შვილები“ – გია ბაღაშვილი ქალიშვილებთან ერთად ამღერდა

ბაღაშვილების ოჯახმა გადაცემაში იმღერეს და საინტერესო ოჯახური ისტორიებიც გაიხსენეს. გია ბაღაშვილმა ერთ-ერთ ქალიშვილთან, ანასტასიასთან დაკავშირებული ემოციური ამბავიც მოყვა:

„მამისთვის ყველაზე საყვარელი ფრაზა ყველას აქვს ნათქვამი… მაშინ ანასტასია ორწლინახევრის იყო, ზაფხულობით საგურამოში ვართ ხოლმე, იმ დროს საგურამოში არ ვიყავი და საღამოს უნდა დავბრუნებულიყავი.

ანასტასია წაიქცა, დაიწყო ტირილი, არ ჩერდება, ჩემები ამშვიდებენ, არადა ისეთი არაფერი დასშავებია, ჩემებმა რომ ჰკითხეს, რატომ ტირიო და უპასუხა: „ტუჩი დავარტყი და მამიკო რომ მოვა, ვერ ვაკოცებო“, ასეთი გოგოა ანასტასია“, – იხსენებს გია ბაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები