ფეხბურთის გულშემატკივრები გერმანიაში მატარებლით მგზავრობას მთელი წლის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გერმანიის ნაკრები ევრო-2024-ის გამარჯვებული გახდება. სიახლის შესახებ Turkmen portal წერს.
აქცია იმოქმედებს იმ სამგზავრო ბარათებზე, რომელიც სპეციალურად ჩემპიონატისთვის ამოქმედდა. სამგზავრო 19,90 ევრო ღირს და მატარებლებზე ფასდაკლება სამი თვის განმავლობაში 25%-იანი იქნება. ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში ეს ფასდაკლება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ევრო-2024-ის მატჩების ბილეთების მფლობელები თამაშის ადგილამდე მისვლასაც მხოლოდ 29,90 ევროდ შეძლებენ.
აქციის მიზანი ავტომობილების მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა, მატარებლის დამსახურებით გზებზე ავტომობილების რაოდენობა და საცობებიც იკლებს.