ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსი გადაიტანეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთონ. ამასთან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი აღნიშნავს, რომ რეინფიცირება 90 დღის განმავლობაში იშვიათია.
„თუკი კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ. ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია და თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ.
ადამიანებმა, რომლებსაც Covid-19 ჰქონდათ, მაინც უნდა დაიცვან საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მითითებები, რომელიც ორჯერ, 21 ან 28 დღის ინტერვალით აცრას ითვალისწინებს.“-აღნიშნა ფაუჩიმ.