LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი პარლამენტი როიალის შეძენას იფიქრებს, მეც დავუკრავ: ელისო ბოლქვაძე

313
70904660-2619514111424856-8935931977635201024-n

პარლამენტს უფრო მეტი სულიერება და ჰარმონია ექნება, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება მის კედლებში – ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ პარლამენტში  თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში,  ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი.
კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რაც იყო ვთქვათ 1 საუკუნის წინ, 50 წლის წინ ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში“.

ამ განცხადებით, ცნობილმა პიანისტმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტში როიალის დადგმის იდეის ავტორს სალომე სამადაშვვილს უპასუხა. მაშინ როდესაც მან განაცხადა, რომ  „ქალბატონი ელისო ბოლქვაძე არის კარგი პიანისტი, დაუდგან როიალი და კონცერტები გამართონ პარლამენტში და ამით შეიქციონ თავი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში არ იარსებებს’.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g