LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტულუმიდან მარაქეშამდე: 10 ყველაზე ფოტოგენური სასტუმრო

416

ორიგინალური ფოტოს გადასაღებად არაა აუცილებელი იყოთ პროფესიონალი ფოტოგრაფი. საკმარისია, გქონდეთ ინტერესი და მოძებნოთ შესაფერისი ადგილი. გთავაზობთ ულამაზესი სასტუმროების ყველაზე პოპულარულ ფოტოებს, რომელთაც სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებლის მოწონება დაიმსახურეს.

სასტუმრი Azulik, ტულუმი, მექსიკა

საზღვაო კურორტი, Azulik-ის სასტუმრო კომპლექსში გაერთიანებული პატარა ხის ბუნგალოებით იდეალური ადგილია ბუნების მოყვარულთათვის, რადგან დღისით კარიბის ზღვისა და მწვანე ჯუნგლების ხედებით, ღამით კი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თვარიელებით შეგიძლიათ დატკბეთ, განმარტოებული ადგილები, ბუნებრივი განათება და ულამაზესი ბუნება კი, აუცილებლად დაგეხმარებათ ულამაზესი ფოტოების გადაღებაში.

სასტუმრო Aqua Dome Tirol Therme Längenfeld, ლანგერფელდი, ავსტრია  

მდიდრული სასტუმრო Aqua Dome, აუცილებლად მოგხიბლავთ ადგილობრივ ლანდშაფტს მორგებული არქიტექტურით, კომფორტული ნომრებითა და  ეცტელის ალპების ხედებით. მოყვარულ ფოტოგრაფებს კი, სასტუმროს თერმულ აუზებში დასვენება და შესანიშნავი ფოტოების გაკეთება შეუძლითა.

სასტუმრო Alpin Panorama Hubertus, ვალდაორა, იტალია 

სასტუმრო Hubertus-ს სახურავზე მოწყობილი არაჩვეულებრივი ტერასა იდეალური ადგილია დოლომიტის ალპების არაჩვეულებრივი ხედებით დასატკბობად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პანორამული აუზი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

სასტუმრო Villa Marie Saint Barth, სან-ბარტელემი, ანტილის კუნძულები

მართალია ულამაზესი სასტუმრო Villa Marie Saint Barth მთებშია გაშენებული, მაგრამ პლაჟამდე სულ რაღაც 17 წუთში შეიძლება მისვლა, ხალისიანი საზფხულო ფოტოების გადაღება კი, პანორამული აუზშიც შეიძლება და სასტუმროს მოდური ინტერიერის ფონზეც.

სასტუმრი Cambrian, ადელბოდენი, შვეიცარია

მთის პეიზაჟის ფონზე გადაღებული ფოტოები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, სასტუმრო The Cambrian კი, ადელბოდენის კომუნას გულშია მოთავსებული და შვეიცარული ალპების პანორამული ხედებით შეუძლია დაიკვეხნოს, რომელთა გადაღება პირდაპირ აუზიდან შეიძლება.

სასტუმრო Hacienda Na Xamena, ნა-ჩამენა, ესპანეთი

Hacienda Na Xamena-ს მოდური სასტუმროდან ბრწყინვალე ხედები იშლება ზღვაზე. ადგილობრივი ბუნების ხასხასა ფერები, საოცარი კონტრასტი ცასა და ზღვას შორის კი – იბიცას  კლასიკა და ნამდვილი სამოთხეა ესთეტებისთვის.

სასტუმრო O Céu de Boipeba, ილია დე ბოიპება, ბრაზილია

ხშირი ტროპიკული ტყეები და განმარტოებული პლაჟები, ატლანტის ოკეანის სანაპირო და უღრუბლო ცა – ნამვილ ბრაზილიურ პეიზაჟს სასტუმრო Céu de Boipeba გთავაზობთ, რომლის ფოტოზე აღბეჭდვის შემდეგ, ჰამაკში შეგიძლიათ დაისვენოთ ან მიირთვათ გამაგრილებელი სასმელები.

სასტუმრო Royal Mansour Marrakech, მარაქეში მაროკო

მარაქეშის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო მაროკოს კულტურის ანარეკლია, რადგან Royal Mansour Marrakech-ის ინტერიერს იდეალურად მოერგო ქვეყნის ყველაზე ცნობილი ოსტატების ნამუშევრები და ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა ადგილობრივი ბაზრობების ლაბირინთების გამოსაკვლევად.

სასტუმრო Las Alcobas Napa Valley — A Luxury Collection, სენტ-ჰელენა, კალიფორნია

სასტუმროს Las Alcobas Napa Valley მყუდრო აივნიდან ნაპას ველის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მეღვინეობით განთქმული სენტ-ჰელენას რეგიონის ახალი სპა-კურორტიდან კი, თავისუფლად შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ჯერ Kornell-ს შამპანურის მარანში, მერე გრეისტოუნის კულინარიის ინსტიტუტში.

სასტუმრო The Surin Phuket, პხუკეტი, ტაილანდი

საკურორტო სასტუმრო The Surin Phuket ქოქოსის პალმებს შორის, ქათქათა თეთრ ქვიშაზე, ლაჟვარდოვანი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. ნამდვილ სამოთხეში ანდამანის ზღვის ან ტრადიციული ტაილანდური კერძების ფონზე აუცილებლად გადაიღებთ არაჩვეულებრივ ფოტოებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები