LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები ნიანგებთან ერთად – ტაილანდში ყველაზე საშიში ატრაქციონი აღმოაჩინეს

263

ტაილანდის აღმოსავლეთ პროვინცია ჩონბურიში ნიანგების ფერმა დროებით დაკეტეს, რადგან იქ ტურისტებისთვის ექსტრემალური ატრაქციონი აღმოაჩინეს. Mirror-ის ინფორმაციით, გაირკვა, რომ უცხოელებს ნებას აძლევდნენ ეცურათ ბორანით ტბაში ნიანგებთან ერთად და მათთვის საკვები მიეცათ.

ატრაქციონი, რომელიც  რამდენიმე წელი ფუნქციონირებდა და მის შესახებ რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იცოდა, მოტოტაქსის მძღოლმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. 40 წლის მამაკაცი იონ ნოკი ამბობს, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი უნახავს.

„ისეთი საშიში იყო ის, რაც ვნახე, რომ აუცილებლად მივიჩნიე, ფოტოები გადამეღო. ყველა ტურისტი, ვინც ნიანგებთან ერთად ცურავდა, ჩინელი იყო. მათ ნაწილს ეშინოდა, ნაწილი კი ძალიან კმაყოფილი იყო ასეთი „გართობით“, – ამბობს ნოკი.

ფოტოს გავრცელების შემდეგ ფერმას პოლიცია და მაღალჩინოსნები ეწვივნენ. 15 ივლისს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 90 დღით დაეხურათ ნიანგების ფერმა, უსაფრთხოების შესამოწმებლად.

PAY_HOLIDAY_CROCODILES (2)

PAY_HOLIDAY_CROCODILES (3)

PAY_HOLIDAY_CROCODILES

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები