LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა: ირაკლი ღარიბაშვილი

72
237130285-395752158576238-810378652179223982-n

“ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები ჩოხატაურს და ჩოხატაურელებს. მე მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, მხარდაჭერისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი დიდი ოჯახისადმი, რომლის საშუალებით, შევძელით 7 არჩევნებში ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ერთად მოვდივართ უკვე 8 წელზე მეტია. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს არაერთი ღირსეული ახალი წევრი შეემატა. მინდა, რომ  ყველას მივესალმო და მადლიერებით გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენდამი და მადლიერება.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ამ ულამაზეს ადგილას, ერისთავების სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც, „ქართუ ფონდის“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს. ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი.

ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი.

ბოლო წლებში, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ არაერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, თუ სხვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. თუნდაც, არაერთი სკოლა აშენდა, რეაბილიტირდა, არაერთი საბავშვო ბაღი აშენდა. ჩვენ ჯამში 175 ახალი სკოლა ავაშენეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აღდგენა ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში, რომელიც ევროპული სტანდარტის მიხედვით მოეწყობა.

სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გურია იქნება ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებითაც.

ვიცი, რომ ჩოხატაურს, ზოგადად, მიწის მწირი  რესურსი აქვს, მაგრამ  თითო გოჯი მიწა უნდა ავითვისოთ და ბოლომდე მოხდეს ამ რესურსის, პოტენციალის ათვისება და გამოყენება, რეალიზება.

ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ. ჩვენ არაერთი პროგრამა წამოვიწყეთ და სწორედ საქმით დადასტურდა, რომ ყველა ეს პროგრამა არის რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი, მაგალითად, როგორიც არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომლითაც ათასობით ფერმერმა ისარგებლა ყველა მუნიციპალიტეტში, „აწარმოე საქართველოში“, რომლითაც დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და დაფინანსდა რამდენიმე ასეული ახალი საწარმოს გადაიარაღება, შექმნა, განვითარება. შეიქმნა 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი“,  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g