LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმი ცოცხლდება: აპრილში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 140.4%-ით გაგვეზარდა

151
111

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140.4%-ით მეტია. რაც შეეხება, ბოლო წლების სტატისტიკას ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, 2019 წლის აპრილში – 549 761 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2020 წელს კი – 34 321 ვიზიტი.

აპრილში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასეთია:

  1. თურქეთი – 21 106 ვიზიტი, ზრდა 2020 წლის აპრილთან – 48%;
  2. ისრაელი – 10 098 ვიზიტი, ზრდა – 13 925%;
  3. რუსეთი – 8 518 ვიზიტი, ზრდა – 125%;
  4. სომხეთი – 8 331 ვიზიტი, ზრდა – 4%;
  5. საქართველო (არარეზიდენტები) – 8 253 ვიზიტი, ზრდა – 441%;
  6. უკრაინა – 5 922 ვიზიტი, ზრდა – 404%;
  7. აზერბაიჯანი – 5 287 ვიზიტი, ზრდა – 107%;
  8. უზბეკეთი – 2 711 ვიზიტი, ზრდა – 293%;
  9. ყაზახეთი -1 639 ვიზიტი, ზრდა – 285%;
  10. ბელარუსი – 1 463 ვიზიტი, ზრდა – 77%;
<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები