ღვინის ფესტივალის ფარგლებში ისრაელის ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა ჟურნალების, ელექტრონული გამოცემებისა და ბლოგების წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
ღვინის ფესტივალზე მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. სტუმრებმა მოინახულეს საქართველო სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ისრაელის პოპულარული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისრაელიდან სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. 2016 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ისრაელიდან საქართველოს 11,124 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106%–ით მეტია.