LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შესაძლოა, ფრანგი ბიზნესმენი გახდეს

120

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შესაძლოა, ფრანგმა ბიზნესმენმა, ჟან ფრედერიკ პოლსენმა, დაიკავოს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნეს მედია” ავრცელებს.

ჟან ფრედერიკ პოლსენი “შატო მუხრანის” ერთ-ერთი აქციონერია. ის ასევე ფლობს კომპანია „ველინგტონს“, რომელიც ჩიფს “ფრიქსის” აწარმოებს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და ეკონომიკის სამინისტროში გიორგი ჩოგოვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ.

გიორგი ჩოგოვაძე სააგენტოში გუშინ ნახეს, დღეს ის სამუშაო ადგილზე ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მიზეზი, სავარაუდოდ, “ჯემ ფესტის” გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა. ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები