ტურიზმის და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში 13 ივლისს, Radisson Blu Iveria სასტუმროს Filini ტერასაზე გაიმართება.
მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, კონფერენციის თემატიკა მიეძღვნება კოვიდ-19-ის გავლენას აღნიშნულ ინდუსტრიაზე. სამთავრობო სტრუქტურების, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის წარმომადგენლები ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაზე, პანდემიის ჭრილში ისაუბრებენ და გაგვაცნობენ ანტიკრიზისულ გეგმებს, ახალ ტენდენციებს.
ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის რიგით მე-6 კონფერენცია წელს უამრავ სიახლეს სთავაზობს დამსწრე აუდიტორიას. •აუდიტორია მოისმენს USAID-ის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის ხელმეორე პრეზენტაციას ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენასთან დაკავშირებით; •კონფერენციაზე აუდიტორია გაეცნობა ახალ პროდუქტს ინდუსტრიისთვის – საბუღალტრო სერვისების მოქნილი სისტემას, რომელიც გულისხმობს ღირებულების გადახდას გაწეული სამუშაოს მიხედვით; •უფრო ზოგადად კი, განვიხილავთ კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით და ვიპოვით მათი გადაჭრის გზებს.
ტურიზმის და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენცია სამი პანელისგან და B2B შეხვედრებისგან შედგება, რომელიც გულისხმობს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარების შესაძლებლობას.
კონფერენციაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.