2016 წლის 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარსდგა „გაიცანი საქართველოს“ პროექტით, რომლის ფარგლებშიც მოეწყო 3 სივრცე, სადაც, სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში – გადაიღონ ფოტოები, გიფები, ვირტუალურ რეალობაში დაათვალიერონ საქართველოს კონკრეტული კუთხეები და ა.შ.
პირველ სივრცეში წარმოდგენილია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, რომლებიც აწყობენ ლაშქრობის იმიტაციას. ტერიტორია გაფორმებულია ლაშქრობისთვის საჭირო სხვადასხვა დეკორაციით, ხელოვნური ბალახით, მოეწყობილია კოცონი. მოლაშქრეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე განათავსეს რამდენიმე კარავი და ლაშქრობისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა, ხოლო დაინტერესებულ პირებს უტარებენ მასტერ კლასებს.
მეორე სივრცე ვირტუალური რეალობაა, რომელიც ღონისძიებაზე მისულ სტუმარს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ვირტუალურად ამოგზაურებს საქართველოს რომელიმე რეგიონში და საშუალებას აძლევს ვირტუალურად გამოსცადონ რომელიმე სპორტული აქტივობა (პარაპლანით დაშვება).
მესამე სივრცეში მოწყობილია სიტუაციური ფოტოსტენდი – „რეტრო მანქანა, რომელიც მზად არის სამოგზაუროდ გასასვლელად და ელოდება მგზავრებს“.
მეოთხე სივრცეში, რეტრო მანქანასთან და გიფერთან ერთად განთავსებულია მიმართულების მაჩვენებელი აბრები, რომელზეც კონკრეტული ლოკაციების მიმართულება და მანძილია გამოსახული.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, ურიგებენ ადმინისტრაციის ბრენდირებულ ბუშტებს, პატარა ზომის საპრომოციო დროშებს, მუყაოს კეპებს და “Thumbs Up” მარაოებს.

.
