LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „ტურიზმის სტრატეგია 2035“-ის შემუშავებას იწყებს

113
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, „ტურიზმის სტრატეგია 2035“-ის შემუშავებას იწყებს.

ახალი სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ტურიზმის განვითარების ხედვასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც დაფუძნებული იქნება მდგრად პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.

სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა შეეძლება საჯარო და კერძო სექტორს, დაინტერესებული მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს.

ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის (ADB Consultant Management System) მეშვეობით შემდეგ ბმულზე.

magti 5g