LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულები იანვრის ბოლომდე გამოვლინდება

161
final

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ნინო არაზაშვილის გადაცემის ფარგლებში, 20 ნომინაციის გამარჯვებულები იანვრის თვის ბოლომდე გამოვლინდებიან.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სატელევიზიო ვერსია მოიცავს სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულების გამოვლენას პირდაპირ ეთერში, ვინაიდან პროექტი მასშტაბური ღონისძიების სახით, პანდემიის გამო, ვერ ტარდება.

„წლის შუა ნაწილში გავაცნობიერეთ, რომ არ მოგვეცემოდა შანსი ჩაგვეტარებინა ოსკარის ტიპის ცერემონია, რომელსაც ყოველი წლის ბოლოს ვატარებთ და უკვე ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში. შესაბამისად დავიწყეთ ფიქრი, როგორ დაგვეჯილდოებინა პროექტის მონაწილეები და მივედით სატელევიზიო ვერსიის იდეამდე, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, ასეთივე წარმატებით გაგრძელდება იანვრის თვის ბოლომდე,“  – აცხადებს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების  დამფუძნებელი მარინა ჩაიკა.

Welcome to Georgia არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც საქართველოში ტარდება 2015 წლიდან. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება საუკეთესო საშუალებაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების წარმატებული საქმიანობის აღიარების, დაფასებისა და მოტივაციისთვის. Welcome to Georgia!-ს ჯილდო გადაეცემა საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს, რაც დიდი მიღწევაა თითოეული მონაწილისთვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, The USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, დაცული ტერიტოების სააგენტო. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია BDO საქართველო. კერძო სექტორიდან პროექტს მხარს უჭერენ: წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში – Domson’s Engineering & Construction, სადაზღვევო კომპანია ალდაგი, საკონსულტაციო კომპანია – Hotel Contract Georgia, სრული პოლიგრაფიული მომსახურების მქონე სტამბა – Printarea, Zigie – გერმანული კომპანიების LIEBHERR-ისა და MIELE-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, Julius Meinl – იულიუს მაინლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, PKF – წამყვანი კომპანია აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში . პროექტის ტექნიკური მხარდამჭერია კომპანია “კრება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g