LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით სტრატეგიული ლიდერობის საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართა

635
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმროში Golden Tulip Design Tbilisi ჩატარდა Executive Leadership Workshop – ერთდღიანი ინტენსიური პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისთვის. ვორქშოპს საერთაშორისო ექსპერტები: ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს უახლესი საერთაშორისო პრაქტიკა ხელოვნური ინტელექტის, კომერციული ეფექტიანობისა და სტრატეგიული ლიდერობის მიმართულებით.

ვორქშოპს ესწრებოდნენ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების მმართველები, გენერალური მენეჯერები, კომერციული და საოპერაციო მიმართულებების ხელმძღვანელები, გაყიდვების, მარკეტინგისა და Revenue Management-ის პროფესიონალები, ასევე DMC და MICE სექტორის წარმომადგენლები, მეწარმეები და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები.

„დღეს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში წარმატება სულ უფრო მეტად განისაზღვრება იმით, რამდენად სწრაფად ახერხებს ბიზნესი ცვლილებებთან ადაპტირებას, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას და კონკურენტული უპირატესობის შექმნას. სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა Executive Leadership Workshop, ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს აძლევს ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებასაც დაუყოვნებლივ შეძლებენ“, – ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი.

ვორქშოპში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ტექნოლოგიურმა პარტნიორმა Emerging Travel Georgia-მ, რომელმაც AI Hotel Challenge-ის ფარგლებში წარმოადგინა, თუ რა გავლენას ახდენს ციფრული პოზიციონირება AI ძიების შედეგებზე.

პროექტის პარტნიორი კომპანიის Qualiko შეფმზარეული კი ვორქშოპის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდა.

ვორქშოპი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომლის მიზანია საქართველოს ტურიზმის ეკოსისტემის გაძლიერება, თანამედროვე ცოდნის გაზიარება და ინდუსტრიაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები