სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ამი
მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.
„შარშან, ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 90 მილიონი ლარის 14 პროექტი განხორციელდა, დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, კობი-გუდაურის 7,5 კმ. საბაგირო გზა, ბატონის ციხის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა ვარძიაში, ხერთვისში და ვანის ქვაბების მუზეუმთან. შარშან დეკემბერში დასრულდა ჩვენს რეგიონში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის საბაგიროს 7.2 კმ გზა, რომლის დაფარვაც 25 წუთში არის შესაძლებელი და ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, დამსვენებლები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. შედეგად, გაიზრდება გუდაურის, როგორც კურორტის ზონის გეოგრაფიული არეალი და გაჩნდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა კობშიც. ასევე განიტვირთება ყაზბეგი -გუდაურის საავტომობილო მონაკვეთზე არსებული სატრანსპორტო მოძრაობაც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.