LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის სექტორი რეგულარული ფრენების აღდგენას ითხოვს

89
119417262-3148308421964933-6588921512753153117-o

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე ტურიზმის სექტორი რამდენიმე მთავარ მოთხოვნას წამოაყენებს:

✅აღდგეს რეგულარული ფრენები ქვეყნებთან, რომლებიც შესული არიან მწვანე ზონის ქვეყანათა სიაში.

✅დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან!

✅მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ორკვირიანი კარანტინის მაგივრად ჩაუტარდეთ PCR ტესტები.

ტურიზმის ინდუსტრია 8 თვეზე მეტია შემოსავლის და არსებობის წყაროს გარეშეა დარჩენილი. გამომდინარე შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, სოლიდარობას ვუცხადებთ 17 სექტემბერს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას“, – აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g