LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ვარდნა 94%-ია – ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან გვყავს

73
Billy Bilikhodze Photography-ქავერი

სექტემბერში საქართველოს საზღვარი სულ 50,499-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ეს რაოდენობა თითქმის 94%-ით ნაკლებია, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ყველაზე მეტი -18,540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. ამ მაჩვენებლების შესახებ საუბარია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით ვიგებთ, რომ ტურისტების 88.3% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა, 10.2% – საჰაერო გზით, 0.4% – რკინიგზით, ხოლო 1.1% – საზღვაო გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g