LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines: დაჯარიმდება ყველა მგზავრი, რომელიც თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ადგება

108
Capture

თურქეთის ავიახაზებმა ახალი წესი შემოიღო. ამიერიდან დაჯარიმდება ყველა მგზავრი, რომელიც თავისი ადგილიდან დაფრენისთანავე ადგება, ანუ მანამ სანამ უსაფრთხოების ღვედის შეკვრის მანიშნებელი სიგნალი გაქრება.

„ყველა მგზავრი, რომელიც თავის ადგილს დატოვებს მანამ, სანამ ლაინერი დანიშნულების ბოლო პუნქტთან გაჩერდება და უსაფრთხოების ღვედის ციმციმაც გამოირთვება, ადმინისტრაციულ ჯარიმას მიიღებს. მგზავრები ამის შესახებ დაფრენისთანავე იქნებიან ინფორმირებული.“ დააზუსტა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

Turkish airlines-მა ასევე დაამატა, რომ ეს პრაქტიკა არამხოლოდ დისციპლინური ზომაა, არამედ მგზავრის უსაფრთხოებასთანაა პირდაპირ კავშირში. დაფრენის დროს ბარგის ჩამოღების მცდელობამ უკვე გამოიწვია არაერთი ინციდენტი და სერიოზული ტრავმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები