თურქეთის ავიახაზები, 2026 წლის 11 მარტიდან, სტამბოლსა და ერევანს შორის ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.
როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესთან, რომლის ნაწილიც იყო მიმდინარე წლის ივნისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა.
Turkish Airlines-ის ცნობით, 2026 წლის 14 მაისიდან ფრენების სიხშირე კვირაში 7-დან 10-მდე გაიზრდება, 15 ივნისიდან კი სტამბოლსა და ერევანს შორის რეისი კვირაში 14-ჯერ შესრულდება.
Turkish Airlines-ი სტამბოლსა და ერევანს შორის რეისზე ბილეთების გაყიდვას დღეიდან იწყებს.
