LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines-მა გარკვეული კატეგორიის ბილეთებისათვის ბარგი ფასიანი გახადა

275
TC-JZGV1

Turkish Airlines-მა გარკვეული კატეგორიის ბილეთებისთვის ბარგი ფასიანი გახადა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ თურქულმა ავიაკომპანიამ ეკონომ კლასში, ყველაზე დაბალი ტარიფის ბილეთებზე (EcoFly) უარი თქვა ბარგის უფასო გადატანაზე.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, ახალი წესები ვრცელდება საშუალო დისტანციურ საერთაშორისო ფრენაზე, მაგალითად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის რეისებზე.

„ამიერიდან EcoFly ბილეთი 20 კგ-იანი ჩასაბარებელ ბარგს აღარ მოიცავს და ტარიფი მგზავრობასთან ერთად მხოლოდ 8 კგ-იან ხელბარგს აერთიანებს. ხელბარგის ზომები მაქსიმუმ 55x40x23 სმ-მდე უნდა იყოს, ასევე შესაძლებელია ერთი პირადი ნივთის გადატანა 40x30x15 სმ-მდე. რეალურად, ავიაკომპანია პირად ნივთად განიხილავს ფოტოკამერას, ვიდეოკამერას, პატარა ხელჩანთას, ან ლეპტოპს“, – წერს „ავიანიუსი“. მათივე ცნობით, მგზავრობის საფასურიდან ასევე ამოიღეს ადგილის წინასწარ არჩევის უფლება. ახლა ადგილის არჩევისთვის თქვენ მოგიწევთ გადახდა, ან ადგილის დაკავება რეგისტრაციის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები