Turkish Airlines (THY) 4 ახალ საერთაშორისო მიმართულებას ამატებს. ინფორმაციას Twitter-ზე თურქეთის ფლაგმანია ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბილალ ეკში ავრცელებს.
„ჩვენი ახალი მარშრუტები: სიეტლი/აშშ (27 მაისიდან), ჯუბა/სამხრეთ სუდანი (1 ივნისიდან), ბუხარა/უზბეკეთი (7 ივნისიდან), ტივატი/მონტენეგრო (11 ივნისიდან). თურქეთი ვითარდება, THY მაღლა დაფრინავს“, – წერს ბილალ ეკში „ტვიტერზე“.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეისების დამატებით, Turkish Airlines 128 ქვეყანაში, 338 მიმართულებაზე გადაიყვანს.