Turkish Airlines-ის ავიარეისების თებერვლის თვის განრიგი უკვე ცნობილია. თურქეთის ფლაგმანია ავიაკომპანია ორ ქვეყანას შორის ფრენების რაოდენობას ზრდის. თუ კი იანვარში Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, თებერვალში სიხშირეების რაოდენობა 4-მდე იზრდება.
ყველა რეისი იქნება ორმხრივი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს როგორც სტამბოლი-თბილისის, ასევე თბილისი-სტამბოლის რეისებზე მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines რეისებს აეროპორტ „სტამბოლიდან” ასრულებს.