LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე არ ვაფასებდი იმას, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი“ – რას ამბობს გოგო, რომელმაც გაბედა და მკერდის სიმსივნეზე საჯაროდ დაიწყო საუბარი

1008
ნუცა შამილაძე

სალომე კასრაძის პოდკასტს სტუმრობდა ღონისძიებების ორგანიზატორი ნუცა შამილაძე, რომელმაც გაბედა და მკერდის სიმსივნეზე საჯაროდ დაიწყო საუბარი და პირადი გამოცდილების გაზიარება.

მისი თქმით, დიაგნოზამდე სხვა ცხოვრება ჰქონდა, თუმცა დაავადებამ ბევრი რამ შეცვალა.

„გულწრფელად ვინანე, რომ მრავალი წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვნერვიულობდი და თითქოს თავადვე დავმართე საკუთარ თავს ის, რაც დამემართა. არ გავუფრთხილდი. სინამდვილეში, არაფერია ჩვენი – არც ჯანმრთელობა; ყველაფერი ღმერთისგან ნაჩუქარია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

თუ საკითხი ჯანმრთელობას არ ეხება, მაშინ პრობლემა არც არსებობს და სხვაგვარად უნდა მივუდგეთ.

ადამიანები მანამდე ვერ აფასებენ, თუ რა დიდ ფუფუნებას წარმოადგენს ჩვეულებრივი ცხოვრება, სანამ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან. ჩვეულებრივად რომ იღვიძებ, სამსახურში მიდიხარ, ვარჯიშობ, შვილებთან ერთად ხარ, მეგობრებთან ატარებ დროს, მოგზაურობ – ეს არის ის, რასაც ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ, სანამ არ დაკარგავენ ყოველდღიურობის განცდას. თურმე არ ვაფასებდი იმას, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი,“ – აღნიშნა ნუცა შამილაძემ.

@salomekasradzepodcast

სტუმრად ნუცა შამილაძე

♬ growth – Gede Yudis

იხილეთ გადაცემა სრულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g