LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: ივლისში ეკონომიკის წლიური ზრდა 9,9% იყო, ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება გრძელდება

61
დფჰ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი 9.9 პროცენტია. მისივე შეფასებით, “ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება”.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პრაქტიკულად თითქმის ყველა დარგში არის პოზიტიური დინამიკა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით ზრდის ტემპით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე სასტუმროები და რესტორნები და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ასევე ვაჭრობა.

„დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალი – 9.9 პროცენტი. ამდენით არის გაზრდილი 2021 წლის ივლისში ეკონომიკა წინა წელთან შედარებით, თითქმის 10-პროცენტიანი ზრდაა.

ეს ნიშნავს, რომ დაჯამებულად მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12.2 პროცენტით წინა წელთან შედარებით, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, თითქმის ექვსი პროცენტით არის გაზრდილი 2019 წლის შვიდ თვესთან შედარებით.

ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება და ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას.

პირველი სექტემბრიდან უკვე ექსპორტზე ორიენტირებული, იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგები დამატებით დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ იაფი სესხის სახით და საკრედიტო-საგარანტიოს სახით, არამედ გრანტის სახითაც. გარდა ამისა, ვაქცინაცია, რომელიც ასეთი მაღალი ტემპით მიმდინარეობს, მართლაც ჩვენ ქვეყანაში შექმნილი გვაქვს ვითარება, რომ დღეში 40 ათასი ადამიანი იცრებოდეს და ტემპი სულ უფრო მაღალია, ესეც ქმნის მომავლის პერსპექტივის პოზიტიურ განცდას“, – განახცადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g