LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუროპერატორებს გვრჩება შეგრძნება, თითქოს შატილი, ფშავ-ხევსურეთი ამოღებულია საერთოდ საქართველოს რუკიდან – ია თაბაგარი

139
ipiccy_image

ტუროპერატორებს გვრჩება შეგრძნება, თითქოს შატილი, ფშავ-ხევსურეთი ამოღებულია საერთოდ საქართველოს რუკიდან, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.

ია თაბაგარმა აღნიშნულ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ლამაზი ფოტოები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს, რეალობას არ შეესაბამება. „ყველამ ვიცით, რომ ეს კუთხე ლამაზია, მაგრამ მხოლოდ სილამაზე არაა საკმარისი, როდესაც 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ გზების, ხიდების, წყლისა და დენის პრობლემებზე. ანუ, 2022 წელსაც ზუსტად იმავე გამოწვევების წინაშე ვართ, რაც 20 წლის წინ გვქონდა,” – აღნიშნა თაბაგარმა „საქმიან დილაში“.

მისივე განმარტებით, ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდა შატილსა და ფშავ-ხევსურეთში, მათ მოახერხეს თანხის მობილიზებაც და შექმნეს მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, მაგრამ გზისა და ხიდების არარსებობის გამო, მოგზაურები ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილებამდე მიღწევას.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე პრობლემის აღმოფხვრის გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია ყველა ხეობას, სადაც კი დასახლებული პუნქტია, მინიმუმ 1 ტრაქტორი ჰყავდეს, რომელსაც სახელმწიფო საწვავითა და ნაწილებით მოამარაგებს, ადგილობრივები კი – თავად მიხედავენ საკუთარ ტერიტორიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g