თურქეთი აშშ-სგან ტერორისტული დაჯგუფება FETÖ-ს ლიდერის, ფეთჰულაჰ გიულენის, ექსტრადიციას ელოდება, – ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, აბდულჰამიტ გიულმა, განაცხადა.
აბდულჰამიტ გიულის თქმით, ექსტრადიციის განხორციელებისთვის საჭირო რაიმე სამართლებრივი პროცედურა ან დოკუმენტი აღარ დარჩა.
„ყველა დოკუმენტი გადაცემულია, პროცედურები შესრულებულია. ფორმალურად ტერორისტების ლიდერის გასაცემად არანაირი დაბრკოლება აღარ არსებობს. თურქეთი ვაშინგტონისგან გიულენის ექსტრადიციას ელოდება,“ – აღნიშნა მინისტრმა.
2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ანკარა აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამ ბრალდებებს არ ეთანხმება.