გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი, მიიჩნევს, რომ ვიდრე პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
ამის შესახებ ზიგმარ გაბრიელმა გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს თურქეთის მიღება, მაგრამ თურქეთის მთავრობა ერდოღანის მმართველობისას ევროპისგან საპირისპირო მხარეს მიემართება. ცხადია, რომ თურქეთი დღევანდელ მდგომარეობაში ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.