LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი პირველი ტურისტების მისაღებად ემზადება და ჯანსაღი ტურიზმის პროგრამა წარადგინა

201
turkeysummerholiday

მაშინ როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ქვეყნების უმრავლესობას საზღვრები ჩაკეტილი აქვს, თურქეთი ზაფხულში ტურისტების მიღებას აპირებს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, სეზონი სერთიფიცირების პროგრამით გაიხსნება და კურორტებს ფუნქციონირების უფლებას მისცემს.

სერთიფიკატის აღება სასტუმროებს, რესტორნებს, სატრანსპორტო კომპანიებს და სხვა ობიექტებს შეეძლებათ. დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გაიცემა და მისი მიღება ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ნორმების სრულყოფილად დაცვას დაადასტურებს.

„ჩვენი სასერთიფიკაციო პროგრამა სტუმრებს დაარწმუნებს, რომ თურქეთში გატარებული დრო უსაფრთხო იქნება და შეუძლიათ თავი მაქსიმალურად მშიდად და კომფორტულად იგრძნონ“ – განაცხადა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ბური ერსოიმ.

„პროგრამა ტურისტის გადაადგილების ყველა ნაბიჯს შეეხება – ჰაერს, ზღვას თუ სახმელეთო ტრანსპორტირებას, აეროპორტებს, ყველა იმ დაწესებულებას რომელიც შვებულებას უკავშირდება. ასევე შემოწმდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავად ტურისტების ჯანმრთელობაც“

სერთიფიცირებული ობიექტების ონლაინ სია 1 ივნისს გამოქვეყნდება და ვინც ამ სიაში ვერ მოხვდება, ტურისტების მიღებასაც ვერ შეძლებს.

ტურიზმს თურქეთისთვის მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოაქვს და იძულებითმა შესვენებამ ბუნებრივია დიდი ზარალი გამოიწვია. რაც შეეხება კორონავირუსს, 137 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ეს მაჩვენებელი ქვეყანას ყველაზე მძიმე სიტუაციაში მყოფთა სიაში აქცევს.

ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ეკონომიკის გადასარჩენად პრეზიდენტმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ნელ–ნელა დაიწყო. იხსნება სავაჭრო ცენტრები და სალონები, იზოლაციაში მყოფ მოსახლეობას კი გარეთ სეირნობის უფლება მისცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g