Turkish Airlines – ავიაკომპანია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, არსებულ განრიგში ხუთი ახალი ყოველკვირეული რეისის დამატებით საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციებს ამყარებს.
უფრო კონკრეტულად, თურქეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით დამატებით ორ, ბათუმის მიმართულებით კი დამატებით სამ ფრენას დანიშნავს. შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯამში, 48 ყოველკვირეული რეისი შესრულდება.
თბილისის მიმართულებით კვირაში 34 და ბათუმის მიმართულებით კვირაში 14 რეისი ნიშნავს მგზავრებისთვის, მაღალი დონის მომსახურებასთან ერთად, მეტი მოქნილობისა და წვდომის შეთავაზებას Turkish Airlines-ის გლობალურ ქსელზე, რომლის ცენტრიც სტამბოლის აეროპორტია – ეროვნული გადამზიდავის მთავარი ჰაბი.
ქენან ინჯე, Turkish Airlines-ის საქართველოს ოფისის მენეჯერი: „ხუთი ახალი რეისის დამატება მიუთითებს ჩვენს მყარ რწმენაზე საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მზარდ საბაზრო პოტენციალზე. კვირაში 48 რეისით ქართველ მოგზაურებს მეტ შესაძლებლობას ვანიჭებთ და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს – ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით გამოცდილების გაცვლისთვის.“
Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით ბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციაში, გაყიდვების ოფისებსა და ავტორიზებულ ტურისტულ სააგენტოებში.
ფრენების განრიგის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)