LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადება გადაწყვიტა

76
347452-3870721-updates

გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, თურქეთის მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადება გადაწყვიტა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 29 აპრილიდან 17 მაისამდე ქვეყანა მთლიანად იქნება დაკეტილი.

სრული „ლოკდაუნის“ დროს დახურული იქნება სკოლები, სავაჭრო ობიექტები არ იმუშავებენ კვირას, დანარჩენ დღეებში კი მხოლოდ გარკვეულ საათებში. ქალაქებს შორის მგზავრობა კი სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი.

„იმ დროს, როდესაც ევროპა ხელახლა გახსნის ფაზაში გადადის, ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა, რომ 5000-ზე ნაკლები იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სფერო ტურიზმიდან დაწყებული, ვაჭრობით და განათლებით დასრულებული, ცუდი შედეგის წინაშე დადგება.

ყველა საქალაქთაშორისო მოგზაურობა ექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს 50% -იანი ტევადობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამ დროისთვის, თურქეთი ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 4,667,281 ადამიანი და გარდაიცვალა 38,711 პაციენტი.

magti 5g