თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა.
საბჭოს ცნობით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 52.14 % მეტი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო მანდატს მომდევნო ხუთი წლით ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში 14 მაისს გამართულ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი ოპოზიციონერი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ მონაწილეობდნენ.
„ნახვამდის, ქემალ” – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს მიმართა