თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, „თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო“. ერდოღანი აცხადებს, რომ „საკუთარ ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დატოვებს“.
მისივე განმარტებით, მომდევნო დღეებში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს და სამიტს შეაფასებს.
„ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ცალკე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს „აკუიის ატომურ ელექტროსადგურს“ რუსეთთან ერთად. ამათ განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ არაფერია გასაკეთებელი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მგრძნობიარობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
