თურქეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა, ინფორმაციას ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება სასამართლოს შენობასთან მოხდა, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. ჯერ-ჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.