LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

56

აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის პროვინციაში თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქებას ოთხი თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც გზაზე სამხედრო ტრანსპორტმა გაიარა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა თურქეთის მუშათა პარტიის წევრებმა დაამონტაჟეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g