LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში, ამბოხში მონაწილეობისთვის დაკავებული 759 ჯარისკაცი გაათავისუფლეს

138

თურქულმა სასამართლომ სამხედრო ამბოხში მონაწილეობისთვის დაკავებული 759 ჯარისკაცი გაათავისუფლა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკითხვების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ და არც ქვეყნის დატოვებას აპირებენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 16 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ძალოვანებმა 9 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g