თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა დაიწყება 13 სექტემბერს, დილის 9.00 საათიდან – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან. ინფორმაციას თავად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაც შეეხება მე – 3 ქვეყანაში/ მე – 3 ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, მათი გაცემა დაიწყება, ასევე ერთდროულად, 20 სექტემბერს, დილის 9.00 სთ – დან, სააგენტოს სამივე ოფისიდან.
შეგახსენებთ, ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, საქართველოდან თურქეთისა და ასევე რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვების ნებართვის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.