LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

70
თურქეთ

ანკარასა და სტამბოლში, მოქალაქეებმა ეროვნული ვალუტის გაუფასურება გააპროტესტეს.

„სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ საფლავში, ხალხი – ხელისუფლებაში“

დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და თურქეთის პრეზიდენტის პარტიის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიან.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს, რომ სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში შეკრებილ მომიტინგეებს სამართალდამცავები გზას უკეტავენ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

23 ნოემბერს, თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა. 2021 წლის დასაწყისიდან კი თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ითაა გაუფასურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g