LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ფინქის კლიპი ეროტიკად შეაფასეს და არხი დააჯარიმეს (ვიდეო)

208

თურქეთში კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ერთ-ერთი ტელეარხი ASTV ფინქის კლიპის გამო დააჯარიმა. ამის მიზეზი კი მომღერლის კლიპში ორი მამაკაცის ცეკვაა, რაც კომისიამ „ჰომოსექსუალური ხასიათის ცეკვად ანუ ეროტიკად“ შეაფასა და არხს ჯარიმა, 17000 ლირა დააკისრა. კომისიამ ეს ცეკვა ერთსექსიანი წყვილების პროპაგანდად აღიქვა და მასში დანაშაულის ნიშნები დაინახა. თურქეთში ლგბტ პროპაგანდა სასტიკად იკრძალება და ამ მხრივ მედიას მკაცრი შეზღუდვები აქვს.

რაც შეეხება ფინქის კლიპს Secrets, ის ივლისში გამოვიდა. მას ამ დროისთვის 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები