თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმესთან კავშირში მყოფი თანამშრომლები გაათავისუფლეს. უცხოური სააგენტოების ცნობით, სპორტის სამინისტროდან 300-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული, ასევე რამდენიმე ათეული ადამიანი დააპატიმრეს. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთს ათასობით დაკავებულთა საქმეების განსახილველად სასამართლო დარბაზები არ ჰყოფნის.