LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში გლოვის დღეა – სამთო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

143
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას სასტუმრო

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. 21 იანვრის საღამოს მდგომარეობით დადასტურებული იყო 66-ის სიკვდილი.

ტარგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს.

12 სართულიანი სასტუმროს ხის შენობაში ხანძარი 21 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში 238 ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლს ათ საათზე მეტხანს, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g