LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა – ქვეყანაში რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

109
თურქეთი

თურქეთში, რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან.

ხანძარია იზმირისა და ბილეჯიკის პროვინციებში.

სიცხისა და ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა ტყიან ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. იზმირის მახლობლად მდებარე აეროპორტი დროებით დაიხურა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩმა განაცხადა, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც იზმირის მახლობლად ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა ჰათაის პროვინციაშიც. აღნიშნულის გამო საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

„ჩვენ დავიწყეთ ევაკუაცია. ამ დროისთვის ევაკუაცია განხორციელდა 20 სახლიდან და ამ მოქალაქეებს საერთო საცხოვრებლებში ვათავსებთ. გარდა ამისა, ჩვენ მათ საჭიროებებსაც ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, მუსტაფა მასალთიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g