LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

184
თურქეთი

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და საფრანგეთში დაფუძნებული ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა.

6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები