LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

56
თურქეთი მაღარო

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა Twitter-ზე წერს, რომ ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.

მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g