თურქეთში მთლიანად დაანგრევენ და თავიდან ააშენებენ ქალაქს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას npr.org ავრცელებს.
გაზიანთეფის პროვინციაში მდებარე მცირე ზომის დასახლება ნურდაგი ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია პროვინციის გუბერნატორმა გაავრცელა.
ქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და ნანგრევებიდან ყოველ წამს ამოჰყავთ ცოცხალი თუ გარდაცვლილი ადამიანები.
ნურდაგი მიწისძვრამ თითქმის სრულად გაანადგურა, ქალაქში 40 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
დამანგრეველი კატასტროფის შედეგად თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 33 ათას გადააჭარბა.