LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ

178
თურქეთი

საქართველოს ელჩის თურქეთში გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. როგორც ელჩმა ასევე აღნიშნა, ათეულობით საქართველოს მოქალაქე უკვე ნაპოვნია.

გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად კონტაქტზე იყვნენ საელჩოსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია – საქართველოს ელჩი თურქეთში

„თითქმის ყველა ვიპოვეთ, თითქმის იმიტომ ვიძახით, რომ დღეს დილით შემოგვივიდა ზარი და ერთ მოქალაქეს ვეძებთ, მხოლოდ ეს არის. სადღაც რამდენიმე ათეული მოქალაქე ნაპოვნია.

შედარებით მცირე ბიძგებია, გადაკეტილია იქაურობა, ჯერჯერობით ჩვენები ვერ გამოდიან, თუ ინდივიდუალურად რამე არ მოხერხდა. ამ ეტაპზე იქ შეღწევა პრაქტიკულად გამორიცხულია.“ – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრას ქალაქ ანთაქიაში საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა.

თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g