თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

177
turqeti123

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ადამანში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები