LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მორიგი მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

238
თურქეთი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ მალათიაში, ადგილობრივი დროით 12:04 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.

თურქული გამოცემების ინფორმაციით, არიან დაშავებულები და სულ მცირე 1 დაღუპული, დაინგრა წინა მიწისძვრების დროს დაზიანებული შენობები.  დაშავდა 69 ადამიანი.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები